ნიკოლოზ ხატიაშვილი: პუტინმა ნოსტალგიურად ისაუბრა საბჭოთა კავშირზე, ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ეცდებიან კიდევ უფრო მეტი გავლენა მოიპოვონ უკრაინაზე
პუტინის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. თუ ჩვენ პარალელს 2008 წლის მოვლენებთან გავავლებთ დავინახავთ, რომ დაახლოებით იგივე სცენარით ახორციელებდა ქმედებებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტმა მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა.
