თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
დღის მეორე ნახევარში მუსტაფა შენთოფი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე, პრემიერის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა.
