ომის მოლოდინი
უკრაინაში, დონბასთან, ე.წ. შეხების ხაზზე ვითარება დაძაბულია. კიევი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს. რუსეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, დონბასში ვითარების მკვეთრად გაუარესებაზე მიუთითებს რუსეთი. მეტიც, მოსკოვი ამტკიცებს, რომ ცეცხლი დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებს კიევმა გაუხსნა და ჭურვები რუსეთის ტერიტორიზეც ვარდება. შექმნილი ვითარების გამო, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. დასავლეთის მედია დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება უკვე გასცა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
