უკრაინაში არსებული ვითარება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა "სიენენთან" ინტერვიუს დროს შეაფასა
კონდოლიზა რაისმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომზეც ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გაიხსენა. როგორც რაისი ამბობს, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთის პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდა. უკრაინაზე საუბრისას 2008 წელი გაიხსენა ფოქსნიუსზე მეთიუ ბრაიზამაც.
