დონბასში ვითარება ისევ დაძაბულია
უკრაინაში, დონბასში ვითარება ისევ დაძაბულია. ქვეყნის გაერთიანებული ძალების ოფიციალური განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 80-ჯერ დაირღვა. დასავლური მედია ამტკიცებს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება უკვე გასცა. ამ ინფორმაციას აბსურდულს და პროვოკაციულს უწოდებს მოსკოვი. ფართომასშტაბიან ოპერაციას არ ელის უკრაინის თავდაცვის უწყებაც და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
