პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება
პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ამ სტატუსის მქონე, სულ მცირე, ორასი ათასამდე ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, პროფესიული მომზადების ან გადამზადების და ასევე, დასაქმების შესაძლებლობას მისცემს, თან ისე, რომ დასაქმების მიუხედავად, სოციალური დახმარება და შეღავათები ოთხი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.
