კორონავირუსის დომინანტი შტამი "ომიკრონის" მეორე ვარიანტი ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტი
კორონავირუსის დომინანტი შტამი "ომიკრონის" მეორე ვარიანტი ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტი. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრნობით, გამოვლინდა, რომ "ომიკრონის" მეორე შტამი, პნევმონიას იწვევს და ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს. თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული
