დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია
ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია. გავრცელებული ინფორმაციით სხდომას 14 საათზე , სააკაშვილიც დაესწრება. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
