შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში?- მოსალოდნელი აგრესიის შესახებ მხარეებს კვლავ განსხვავებული პროგნოზები აქვთ
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინას უახლოეს ხანებში დაესხმება თავს, მოსკოვში უკრაინასთან ომს გამორიცხავენ, კიევი კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ მუდმივი საუბრებით უკმაყოფილოა. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. ბაიდენი პუტინთან შეხვედრას იმ პირობით დათანხმდა, თუ რუსეთი უკრაინას არ დაესხმება თავს.
