პრემიერი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა.შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი დაინტერესებულ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. მხარეებმა ასევე გაცვალეს პოზიციები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
