მიუხენის უსაფრთხოების კონფერენცია
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კომპანია ეფ ტი იქს კრიპტო დერივეიტივს ექსჩეინჯის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, საქართველოს მდებარეობას, ქვეყნის სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. საუბრისას განიხილეს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა.
