მძიმე ეპიდვითარება სტაბილურდება
მძიმე ეპიდვითარება სტაბილურდება, კოვიდ კლინიკებში მიმართვიანობამ იკლო. თუმცა კვლავ საყურადღებო რჩება სტატისტიკურ მონაცემებში გარდაცვლილთა რაოდენობა. მაღალი მონაცემები ეპიდემიოლოგებს დამშვიდების საფუძველს არ აძლევს , მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ასრულებს. კლინიკებში იმ პაციენტების მდგომარეობა რჩება მძიმედ , რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ ან არ არიან აცრილნი. იმუნიზაციის პროცესში რომ ყოველდღიურად ნაკლები ადამიანი ერთვება, ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.
