"ქართული ოცნების" ლიდერები, მმართველი პარტიის დამფუძნებელს დაბადების დღეს ულოცავენ
ქართული ოცნების ლიდერები, მმართველი პარტიის დამფუძნებელს დაბადების დღეს ულოცავენ. „ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! მადლობას ვუხდი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებისთვის! მადლობას ვუხდი ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა! „ წერს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში. ბიძინა ივანიშვილს ულოცავს, მამუკა მდინარაძე. „ დაბადების დღეს ვულოცავ უმაგრეს ადამიანს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება ,პოლიტიკური ქველმოქმედებაა ამ ქვეყნისთვის „ - ნათქვამია მდინარაძის მილოცვის ტექსტში.
