მძიმე რეალობა უკრაინის საზღვრებთან
მძიმე რეალობა უკრაინის საზღვრებთან. დასავლეთის გაფრთხილებას მოსკოვი არ იღებს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობას ზრდის. კრემლის აგრესიული პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. აღმოსავლეთ უკრაინაში შეხების ხაზთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ისევ ირღვევა, გრძელდება პროვოკაცები. ომის დაწყების რისკი კვლავ მაღალია . რამდენად რეალურია მოვლენების იმ სცენარით განვითარება , რომელიც ომის სახელით, უკრაინის უახლეს ისტორიაში 2014 წელს უკვე ჩაიწერა.
