მსოფლიო ლიდერები მიუნხენში შეიკრიბნენ
მსოფლიო ლიდერები მიუნხენში შეიკრიბნენ . უსაფრთხოების რიგით 58 -ე კონფერენცია, წელს რუსეთ - უკრაინის მწვავე კრიზისის პარალელურად იმართება. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ღიად ისაუბრონ იმ საფრთხეების შესახებ , რომელიც გამოწვევას წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის, მათ შორის კრემლის აგრესიული პოლიტიკის შესახებ. საერთაშორისო ტრიბუნას გამოიყენებს საქართველოს დელეგაცია, რომელიც მიუნხენში პრემიერის ხელმძღვანელობით იმყოფება.
