ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე სახწლმწიფო ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა ერთი მოწმე, კომპანია “მაგთის” თანამშრომელი, რომელმაც გამოთხოვლი სატელეფონო ნომრებზე ისაუბრა. მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ კომპანიიდან ოთხი ნომერი იყო გამოთხოვლი მათ შორის ბრალდებულების. დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხს კიდევ ერთხელ გადახედეს და ბრალდებულები მოსამართკემ პატიმრობაში დატოვა.
