კიევი ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანას არ ადასტურებს
კიევი, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანას არ ადასტურებს. მეტიც, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სამხედრო ძალები გაზარდა და ახლა უკრაინის გარშემო 150 ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. დონბასში, სადაც 8 წელია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. ისმის სროლები. კიევი კონფლიქტის ესკალაციის პროვოციერებაში მოსკოვს ადანაშაულებს და დონბასში პრორუსულ ძალებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამ ფონზე, რუსეთი შეერთებული შტატებისგან ნატოს გაფართოების შეჩერების დაუყონებლივ გარანტიებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ტექნიკური პასუხით იმუქრება. უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად კი, დასავლეთი დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს.
