"ქართული ოცნების" ლიდერები მმართველი პარტიის დამფუძნებელს დაბადების დღეს ულოცავენ
"ქართული ოცნების" ლიდერები, მმართველი პარტიის დამფუძნებელს დაბადების დღეს ულოცავენ. ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! მადლობას ვუხდი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებისთვის! მადლობას ვუხდი ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა! ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას - წერს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში. ბიძინა ივანიშვილს ულოცავს, მამუკა მდინარაძეც. დაბადების დღეს ვულოცავ უმაგრეს ადამიანს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკური ქველმოქმედებაა ამ ქვეყნისთვის - ნათქვამია მდინარაძის მილოცვის ტექსტში.
