ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი ქმედითი არ აღმოჩნდა - მიშელის დოკუმენტით ვალდებულება არ იყო ისე აღებული, რომ ეს იქნებოდა მუდმივი წესი და არასდროს შეიცვლებოდა - ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესტან დაკავშირებით, განცხადება, ადამიანის უფლებატა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეტა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თანამდებობის პირის ხანგრძლივი ვადით დანიშვნა დამოუკიდებლობის დაზღვევისთვის ერთ-ერთი დამატებითი მექანიზმია და ხანმოკლე პერიოდებით დანიშვნა მიუკერძოებლობისთვის რისკის შემქმნელი შეიძლება აღმოჩნდეს. სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ნორმა, რომელიც მიშელის დოკუმენტის თანახმად შემოიღეს, ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ეს აჩვენა ცესკო-ს კანდიდატის 2-მა არჩევამ, როცა პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა და ცესკო-ს თავმჯდომარის მაღალი კვორუმით, 5 წლის ვადით არჩევა ვერ მოხერხდა. შეფასებები ამ თემაზე, დღეს საკანონმდებლო ორგანოში, სხვა დეპუტატებმაც გააკეთეს.
