ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს
ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. მთავარი განსახილველი თემა აქ, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებია და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, ვითარების დეესკალაცია. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის პარალელურად, დაგეგმილია პრემიერ მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. ასევე ცნობილია, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ცალკე სესია დაეთმობა ჩვენს რეგიონს, სადაც განხილვის საგანი იქნება, თუ როგორ უნდა დავიცვათ რეგიონში მშვიდობა. იმსჯელებენ, სამშვიდობო ინიციტივებზეც.
