ირაკლი კობახიძის განცხადება
ირაკლი კობახიძემ დღესვე განცხადება, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის ალიანსის არსებობაზეც გააკეთა. მისი თქმით ამ საკითხზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, არსებობს დეტალები, რომელიც ამ ალიანსის კავშირებს უკავშირდება და ისინი წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია ქართული ოცნების გუნდიდან გავიდოდა. კობახიძემ, გახარიას პრემიერობის დროს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაც გაიხსენა, მას საეჭვო უწოდა და თქვა, რომ შესაძლოა ამის უკანაც „ნაციონალური მოძრაობის“ კვალი იკვეთებოდეს.
