ავსტრალია რეგულაციებს ამსუბუქებს
კოვიდშეზღუდვების შემსუბუქება-მოხსნას რაც შეეხება, ავსტრალიაში საერთაშორისო საზღვრების გახსნამდე, დიდ შტატებში რეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყეს. დღეიდან შიდა სივრცეებში მყოფთათვის დაწესებული ლიმიტები გაუქმდა, კოვიდსერთიფიკატების წარდგენა სავალდებულო მხოლოდ მაღალი რისკის დაწესებულებებში იქნება დროებით შენარჩუნებული. პირბადის ტარება კი სავალდებულო რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებსა და ჰოსპიტლებში. კოვიდრეგულაციების შემსუბუქება იწყება გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაშიც, სადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეს ეტაპობრივად განხორციელდება.
