სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩართვა შშმ პირებისთვის არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა. ასევე თუ შემწეობის მიმღები პირი უარს ამბობს დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება. თუმცა შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირები აღნიშნული დათქმისგან თავისუფლდებიან.
