თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებელს, ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.
