პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა
პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს და დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
