„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი ხაზარაძე-ჯაფარიძისგან ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი იან მალკოლმ ჰოქი ბანკის სხვა აქციონერებს მიმართავს და ხაზარაძე ჯაფარიძისგან ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ჰოქის ადვოკატის თქმით, მათ უკვე მიმართეს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკს იმისთვის, რომ დადგინდეს რატომ არ აქვს ბანკს 2008 წელს გაცემული სესხის მოთხოვნის მექანიზმი. ჰოქი ამტკიცებს რომ გაცემულმა თანხამ, მიუღებელ შემოსავალთან ერთად საბოლოოდ 40 მილიონი შეადგინა. ადვოკატის თქმით არ არის გამორიცხული დავა სასამართლოშიც გაგრძელდეს. რაც შეეხება ხაზარაძის ბრალდებებს ბრიტანელი აქციონერის ადვოკატის მიმართ, რომ ის იმედის თანამშრომელია დიმიტრი ტორაძე აცხადებს რომ ტელეკომპანიაში არასოდეს უმუშავია და სტუმრის სტატუსით რადიო იმედის ერთ-ერთ გადაცემას სტუმრობდა
