დღეს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას დაიწყებს
დღეს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას დაიწყებს. ბე ჯგუფში ქართველი წყალბურთელების მეტოქე ბელარუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაკრები გუნდები იქნება, მათგან ორი საუკეთესო კი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გავა. ყველა შეხვედრას სპორტკომპლექსი „ოლიმპიკი“ უმასპინძლებს. დღეს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდი იქნება. თამაში 19:30 წუთზე დაიწყება.
