პედიატრიულ სექტორში მიმართვიანობის კლების დინამიკა ნარჩუნდება
პედიატრიულ სექტორში მიმართვიანობის კლების დინამიკა ნარჩუნდება. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მიღებულ პაციენტთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა პროპორციულია, რის გამოც კოვიდით ინფიცირებულ ბავშვთა განყოფილებებში საწოლფონდის გადატვირთვა არ შეინიშნება. რეანიმაციულ განყოფილებებში კი, მხოლოდ მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე არასრულწლოვნები განაგრძობენ მკურნალობას.