"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში იმედი ლაივი, ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებაზე ისაუბრა
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში იმედი ლაივი, ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებაზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლები, რაც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს შეუწყვიტა.