შერთებული შტატები კვლავ შიშობს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე უახლოეს დღეებში თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია
შერთებული შტატები კვლავ შიშობს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე უახლოეს დღეებში თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია. ვაშინგტონი მოსკოვს არჩევანის დიპლომატიის სასრგებლოდ გაკეთებისკენ მოუწოდებს და კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისთვის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი გერმანიაში, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პოლონეთში, სახელმწიფო მინისტრი ენტონი ბლინკენი კი გაეროში მიავლინა. რუსეთისგან მომავალი საფრთხის შესახებ გაეროში მსჯელობის პარალელურად კი უკრაინულმა მედიამ დონბასში, პრორუსული ძალების მიერ ცეცხლის კიდევ ერთხელ გახსნის შესახებ ცნობები გავრცელა
