მოკლული, 21 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა ხმაურიან წერილს აქვეყნებს
მოკლული, 21 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა ხმაურიან წერილს აქვეყნებს. ამბობს, რომ დაკავებულებმა ჯგუფური დანაშაული აღიარეს და ისიც თქვეს, თუ ვინ დაუკვეთა მკვლელობა. კვარაცხელიები ახლა ბრალდებულებისგან ყველა იმ ადამიანის დასახელებას ითხოვენ, რომელსაც დანაშაულთან რაიმე შეხება ჰქონდა. რა გახდა ვაკეში სასტიკი მკვლელობის მოტივი? ამ კითხვაზე პასუხი ისევ არ არსებობს. საქმეზე დაკავებულია ორი ადამიანი, მათ ბრალი ნაწილობრივ აღიარეს, თუმცა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ამ დრომდე უარყოფენ. გამოძიება კი ჯერ ისევ გრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
