სტოლტენბერგის გზავნილები
"ნატო"-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, რაც გავაკეთეთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კავშირში - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე. მინისტერიალზე ბრიუსელში ქართველ და უკრაინელ მინისტრებთან უკრაინაში და უკრაინის გარშემო დაძაბული ვითარება, თანამშრომლობის გაღრმავება , მადრიდის სამიტისტვის მზადება და "ნატოში" ასპირანტების მომავალი წევრობა განიხილეს. მინისტრების ფორმატში შეხვედრამდე ჯუანშერ ბურჭულაძე "ნატოს" გენმდივანს პირისპირ ესაუბრა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
