საქართველო ევროპარლამენტის რეზოლუციაში
ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციები მიიღო. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ რეზოლუციაში წერია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და შეახსენებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
