პროექტის „ერთი სიცოცხლე - ერთი ხე“ მიზანი ახალი ნაკრძალის შექმნაა
კლიმატური ცვლილებები მსოფლიოს ლანდშაფტის შეცვლით ემუქრება, რისი მაგალითიც შეერთებულ შტატებში გიგანტური სეკვოიას რაოდენობრივი შემცირებაა. ნახშირბადის გამოფრქვევის საკომპენსაციოდ სეკვოიას იგივე ველინგტონიას ახლა გაერთიანებულ სამეფოშიც რგავენ. პროექტის „ერთი სიცოცხლე - ერთი ხე“ მიზანი ახალი ნაკრძალის შექმნაა. გიგანტური სეკვოია სწრაფად მზარდი დეკორატიული ხეა, რომლის სიმაღლე 110 მეტრს აღწევს, ხოლო დიამეტრი 5-დან 8 მეტრამდეა. სეკვოია 2 000 წელზე მეტხანს ცოცხლობს.
