დახმარება მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს
პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ჭიკაიძეების მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს გააცნო, თავის მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლებმა ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სახსრებით ჭიკაიძეების ოჯახს, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება და მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია, უახლოეს მომავალში ხის ახალ კომფორტულ სახლს აუშენებენ.
