ბათუმი საზღვაო რეგიონების კავშირის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ბათუმი საზღვაო რეგიონების კავშირის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ამ მხრივ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საზღვაო რეგიონების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლურჯი ეკონომიკა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილებები, საზღვაო და კულტურული ტურიზმი და ახალგაზრდული მეწარმეობის გაძლიერება.