საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ლიეტუვის პრეზიდენტმა სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ლიეტუვის პრეზიდენტმა სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა და მას რაინდის ჯვარი გადასცა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიწვევით, ვილნიუსში იმყოფება. დაჯილდოების ცერემონია ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.
