რუსთავის მერმა გაზრდილი ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები მოსახლეობას გააცნო
რუსთავის მერმა გაზრდილი ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები მოსახლეობას გააცნო. რუსთავის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია, კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ნინო ლაცაბიძე იმ კორპუსების მოსახლეობას შეხვდა, რომელთა გამაგრება - რეაბილტაციაზეც ტენდერი უმოკლეს ვადაში გამოცხადდება. ასევე გაზაფხულისთვის დაიწყება სამუშაოები თბილისის, რჩეულიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩებზე არსებულ ავარიულ კორპუსებზე, რომელთა რეაბილიტაციაზეც სატენდერო პროცედურები უკვე დასრულების სტადიაშია. შეგახსენებთ, რომ რუსთავის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით გაიზრდა და 92 მილიონი ლარს შეადგენს. გაზდილი ბიუჯეტით ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის გარდა, ახალი საბავშვო და რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, ასევე თანხა მოხმარდება, სტიქიით დიზიანებული შენობების გადახურვას და სოციალურ პროგრამების დააფინანსებას.