დეზინფორმაცია და პრემიერის დისკრედიტაციის მცდელობა
მთავრობის სტრატკომი ცალკეული მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები გააჩნია. მთავრობის სტრატკომის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომლის გავრცელება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას.