ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამია
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში ვითარება მართვადია, თუმცა კვლავ მაღალია მძიმე პაციენტების რიცხვი, რომლთა უმეტესობა კორონა ვირუსის, დელტა შტამით არის ინფიცირებული. ეპიდემიოპლოგების განცხადებით, დელტას მსგავსაც, დაავადება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში მარტივად, არც ომიკრონის შემთხვევაში მიმდინარეობს, ამიტომ სპეციალისტები, კვლავ აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ.
