მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 417 მილიონს უახლოვდება
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 417 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილია ექვს მილიონზე მეტი პაციენტი, ხოლო 339 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების მორიგი დღიური რეკორდი კვლავ სამხრეთ კორეაში აღირიცხა, სადაც ახალი კორონავირუსი გასული დღე-ღამის განმავლობაში 91 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. მოდერნას მწარმოებელმა კომპანიამ, საგანგებოდ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ბუსტერვაქცინის კვლევა დაიწყო, რომელშიც სამი ათასამდე ბრიტანელი მოხალისეა ჩართული.
