ავღანეთის დედაქალაქში ათასობით ავღანელი გავიდა ქუჩაში
ავღანეთის დედაქალაქში ათასობით ავღანელი გავიდა ქუჩაში და შეერთებული შტატებისგან გაყინული ავღანური აქტივების დაბრუნება მოითხოვა, რომლის საერთო ღირებულება, ცხრა მილიარდ დოლარს აღემატება. დემონსტრანტებმა მსვლელობა შაჰზადე სარაის მთავარი გაცვლითი პუნქტიდან დაიწყეს და ავღანეთის დახმარების მისიის ოფისთან დაასრულეს. ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები შეერთებულმა შტატებმა გასული წლის აგვისტოში ხელისუფლების სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ გაყინეს.
