თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს
თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამისთვის წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე გამოიყოფა. კახა კალაძის თქმით, მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000-ი და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით.
