სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებს თბილისის მერია არ დაუშვებს
სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებს თბილისის მერია არ დაუშვებს, ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერი მთავრობს სხდომაზე სამგორის რაიონში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვისაც საცხოვრებელი ფართი არ აქვს, მერია მათ დროებით ქირით გაიყვანს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვიან ოჯახებს, კახა კალაძის განცხადებით, მერია მათ დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენს.
