უკრაინის საელჩოში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა
უკრაინის საელჩოში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს-ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უკრაინის ერთიანობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
