შეხვედრა ტოივო კლაართან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. თეა ახვლედიანმა აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უმოკლეს ვადაში, ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების საკითხს.
