ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ორი წავიდა. კალანდარიშვილი მეორე კენჭისყრის შედეგად აირჩიეს, რაც თანამდებობაზე მის გამწესებას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით ითვალისწინებს. ცესკოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
