ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს
ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ,მხარს უჭერს პარტნიორი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულობისკენ. ევროპარლამენტის ანგარიშში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, საუბარია საქართველოზე. დებატები ევროპის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. დოკუმენტში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის როლის გაზრდის აუცილებლობაზეა საუბარი. ევროპარლამენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.
