უკრაინის კრიზისი
კონფლიქტი თუ დიალოგი? რუსეთ - უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ეს კითხვა აქტუალობას ამ დრომდე არ კარგავს. საჯარო განცხადებების მიღმა, სადაზვერვო მონაცემები სხვა რეალობას აჩვენებს. რუსეთი რომ მასშტაბური ინტერვენციისთვის ემზადება, ამას ბრიტანეთის წყაროებიც ადასტურებენ. შემაშფოთებელი გზავნილების პარალელურად, დასავლეთი ისევ ელის, რომ მძიმე ვითარებაშიც არსებობს დეესკალაციის შანსი.
