თაღლითური სქემა
საქალაქო სასამართლომ, საფრანგეთის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები, დამნაშავედ ცნო. ორ ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრათ ჯარიმა, თითოეულს 20 ათასი ლარი. იურიდიული პირს კი სამი წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარი.
